ესპანეთის განათლების სისტემის რეფორმა (1996-2000) ძირითადად შეეხო დაწყებით და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, ყველა უნივერსიტეტებს გააჩნია სრული ავტონომია და უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს პროგრამული ცვლილებები. ესპანეთის უმაღლესი განათლების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი უნივერსიტეტები არ გასცემენ ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომებს. ესპანეთს დადგენილი აქვს საკუთარი გრადაცია, რომელიც ეკვივალენტთა სისტემის მეშვეობით აღიარებულია ევროპაში და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. ესპანეთის უმაღლეს განათლებას შეუძლია შემოგთავაზოთ განათლების მიღება 47 სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ 10 კერძო უნივერსიტეტში. საყოველთაოდ აღიარებულია და უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნილია ამ უმაღლესებში ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და მათემატიკის შესწავლა. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტებმა გააძლიერეს ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა - ბიომექანიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ეკოლოგია. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უფრო პრესტიჟულია, ხოლო კერძოში უფრო ადვილია ჩაბარება. ყველაზე ძველი და პრესტიჟულია - სალამანკის (1218 წ.), ბარსელონისა (1450 წ.), გრანადის (1528 წ.) და მაღალი კოტირების მქონე - სევილიის, ვალენსიისა და მადრიდის უნივერსიტეტები.
უნივერსიტეტების შემადგენლობაში შედიან:
- ფაკულტეტები (facultades universitarias), სადაც ასწავლიან ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, თეორიულ დისციპლინებს;
- უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლები (escuelas tecnicas superiores);
- სკოლები (escuelas universitarias), რომლებიც იძლევიან პროფესიულ მომზადებას დაწყებით დონეზე;
- კოლეჯები (colegios universitarias), სადაც სტუდენტები გადიან ლექციების დაწყებით, ზოგად კურსს შემდგომში უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ან ფაკულტეტზე გადასასვლელად.

ესპანეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება დაყოფილია სამ ციკლად:
პირველი - მოიცავს უნივერსიტეტის ნებისმიერ ქვედანაყოფში ორ წლიანი სწავლების გავლას, ზოგ შემთხვევაში აგრეთვე საჭირო იქნება დამატებითი, შემდგომ საფეხურზე გადასაყვანი, ერთწლიანი მომზადების (COU) კურსის გავლა. პირველი ციკლის დასრულების შემდეგ სტუდენტები ღებულობენ:
კურსდამთავრებულის ხარისხს, მაგ. «Arguitecto Tecnico»
ტექნიკური სპეციალობების სტუდენტი - «Ingeniero Tecnico»
ყველა სხვა მიმართულებების სტუდენტი - «Diplomado»
რომლებიც გაიგივებული არიან ბაკალავრთან და აღიარებული არიან ევროპაში.

მეორე - ორი-სამი წლის ხანგრძლიობისაა და ის სრულდება კვალიფიკაიის მინიჭებით, რომელიც შეესაბამება მაგისტრის წოდებას.
მესამე - ისევ ორი-სამი წლის ხანგრძლიობისაა და სრულდება «Doctor» წოდების მიღებით, ბუნებრივია მის მისაღწევად საჭიროა დისერტაციის მომზადება.
ესპანეთის უნივერსიტეტები იძლევიან პირველი და მეორე ციკლის შეთავსების და მეორე ციკლის კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში სწავლის ხანგრძლიობა: ოთხი-ხუთი წელია, ხოლო სამედიცინო სპეციალობებზე - ექვს წლამდეა. სამივე ციკლის გავლა შესაძლებელია საუნივერსიტეტო ფაკულტეტებსა და უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში, ხოლო საუნივერსიტეტო სკოლები და კოლეჯები სტუდენტებს ამზადებენ მხოლოდ პირველი ციკლის პროგრამებით.
No comments:
Post a Comment