Wednesday, January 30, 2013

განათლება ესპანეთში


ესპანეთის განათლების სისტემის   რეფორმა (1996-2000) ძირითადად შეეხო დაწყებით და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, ყველა უნივერსიტეტებს გააჩნია სრული ავტონომია და უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს პროგრამული ცვლილებები. ესპანეთის უმაღლესი განათლების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი უნივერსიტეტები არ გასცემენ ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომებს. ესპანეთს დადგენილი აქვს საკუთარი გრადაცია, რომელიც ეკვივალენტთა სისტემის მეშვეობით აღიარებულია ევროპაში და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. ესპანეთის უმაღლეს განათლებას შეუძლია შემოგთავაზოთ განათლების მიღება 47 სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ 10 კერძო უნივერსიტეტში.   საყოველთაოდ აღიარებულია და უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნილია ამ უმაღლესებში ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და მათემატიკის შესწავლა. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტებმა გააძლიერეს ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა - ბიომექანიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ეკოლოგია. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უფრო პრესტიჟულია, ხოლო კერძოში უფრო ადვილია ჩაბარება. ყველაზე ძველი და პრესტიჟულია - სალამანკის (1218 წ.), ბარსელონისა (1450 წ.), გრანადის (1528 წ.) და მაღალი კოტირების მქონე - სევილიის, ვალენსიისა და მადრიდის უნივერსიტეტები.

უნივერსიტეტების შემადგენლობაში შედიან:
- ფაკულტეტები (facultades universitarias), სადაც ასწავლიან ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, თეორიულ დისციპლინებს;    
- უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლები (escuelas tecnicas superiores);
- სკოლები (escuelas universitarias), რომლებიც იძლევიან პროფესიულ მომზადებას დაწყებით დონეზე;
- კოლეჯები (colegios universitarias), სადაც სტუდენტები გადიან ლექციების დაწყებით, ზოგად კურსს შემდგომში უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ან ფაკულტეტზე გადასასვლელად.



ესპანეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება დაყოფილია სამ ციკლად:
პირველი - მოიცავს უნივერსიტეტის ნებისმიერ ქვედანაყოფში ორ წლიანი სწავლების გავლას, ზოგ შემთხვევაში აგრეთვე საჭირო იქნება დამატებითი, შემდგომ საფეხურზე გადასაყვანი, ერთწლიანი მომზადების (COU) კურსის გავლა. პირველი ციკლის დასრულების შემდეგ სტუდენტები ღებულობენ:
კურსდამთავრებულის ხარისხს, მაგ. «Arguitecto Tecnico»  
ტექნიკური სპეციალობების სტუდენტი   -   «Ingeniero Tecnico»
ყველა სხვა მიმართულებების სტუდენტი - «Diplomado»
რომლებიც გაიგივებული არიან ბაკალავრთან და აღიარებული არიან ევროპაში.
მეორე -   ორი-სამი წლის ხანგრძლიობისაა და ის სრულდება კვალიფიკაიის მინიჭებით, რომელიც შეესაბამება მაგისტრის წოდებას.

მესამე - ისევ ორი-სამი წლის ხანგრძლიობისაა და   სრულდება «Doctor» წოდების მიღებით, ბუნებრივია მის მისაღწევად საჭიროა დისერტაციის მომზადება.
ესპანეთის უნივერსიტეტები იძლევიან პირველი და მეორე ციკლის შეთავსების და მეორე ციკლის კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში სწავლის ხანგრძლიობა:   ოთხი-ხუთი წელია, ხოლო სამედიცინო სპეციალობებზე - ექვს წლამდეა. სამივე ციკლის გავლა შესაძლებელია   საუნივერსიტეტო ფაკულტეტებსა და უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში, ხოლო საუნივერსიტეტო სკოლები და კოლეჯები სტუდენტებს ამზადებენ მხოლოდ პირველი ციკლის პროგრამებით.



ესპანური ახალი წელი



მადრიდში ახალ წელს გრანდიოზულად ხვდებიან!მას “Nochevieja”-ს უწოდებენ
ესპანელები ახალ წელს ხვდებიან ან სახლში,ან ქუჩაში,ან რესტორნებში და ბარებში,ანკლუბებში და სასტუმროებში.ახალ წელს ხვდებიან შამპანიურით ხელში,ეს ძირითადად  კავა –ესპანური შამპანიურია.
შემდეგ კი ჩამოჰკრავს თუ არა საათი თორმეტს,ესპანელები თითო საათის ჩამოკვრაზე თითო მარცვალს მიირთმევენ,იმისთვის, რომ მომდევნო 12 თვე იღბლიანი იყოს.ხშირად მარცვლებს ღვინოშიც ამოავლებენ ხოლმე.ამიტომაა,რომ მომზადებული აქვთ 12 ყურძნის მარცვალი.
ისე, ეს ტრადიცია არ არის ძირძველი ესპანური ტრადიცია.ის სათავეს იღებს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან.ერთ წელს,როდესაც უჩვეულო ამინდების გამო ყურძნის უზომოდ ხვავიანი მოსავალი აიღეს,აღარ იცოდნენ რა ეყოთ ამდენი ყურძნისთვის და აზრად მოუვიდათ საფუძველი ჩაეყარათ ამ ტრადიციისთვის.შემდგომში კი ამ ტრადიციამ ფესვები გაიდგა ესპანელების ადათ-წესებში.
დღეს კი ესპანური ახალი წელი წარმოუდგენელია ამ რიტუალის გარეშე!

ქრისტესშობის აღნიშვნა - ესპანეთის ტრადიციებში




ქრისტესშობა - უდიდესი დღესასწაულია მთელ ქრისტიანულ სამყაროში. ბევრ ქვეყანას და მათ შორის ესპანეთს ქრისტესშობის აღნიშვნის საკუთარი, განსხვავებული ტრადიციები გააჩნია.          
ქრისტესშობის დღესასწაულს ესპანეთში ძალიან მხიარულად აღნიშნავენ. 25 დეკემბერს მადრიდის, ბარსელონასა და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გავსებულია მოსეირნე ხალხით. ადამიანები ეროვნულ სამოსს იცმევენ და  მღერიან.  საშობაო მესსის (წირვის) დაწყებამდე ტაძრის შესასვლელთან ტრადიციულად უამრავი ხალხი იკრიბება. ადამიანები ერთმანეთს ჩაკიდებენ ხელს და ყველანი ერთად ცეკვავენ.
თითოეული ესპანელი თავს ვალდებულად სთვლის, რომ ამოიცნოს იმ ადამიანის გუნება-განწყობილება, ვისაც უპირებს საშობაო საჩუქრის გაკეთებას. ”ჩუქების სურვილი (სული)” - უძველესი ტრადიციაა ესპანეთში. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მთელ ქვეყანაში გრანდიოზული საშობაო ბაზრობები იმართება. 23 – 24 დეკემბერს ტრადიციულად ტარდება საშობაო ლატარეა El Gordo, რომელიც 1818 წლიდანაა ცნობილი (მაშინ 17 ათასი ბილეთი გაიყიდა და პრემია 50 000 პისეტს შეადგენდა). 1996 წელს საოცნებო ბილეთი 30 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. 2003 წელს კი ჯეკ-პოტმა - 300 მილიონ ევროს მიაღწია.
ესპანელებისთვის საშობაო დღესასწაულების მთავარ დღეს - 6 იანვარი, ანუ სამი მოგვის დღესასწაული, ხოლო მთავარ კერძს (ჩვენი გოზინაყივით) - თაფლიანი ნიგოზი  წარმოადგენს.
ესპანეთის ყველა რეგიონს საშობაო სუფრის საკუთარი მენიუ გააჩნია. სამხრეთში - მრავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ინდაურია, ცენტრალურ ნაწილში - გოჭი ან ბატკანია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში -  ძირითადად გველთევზაა

ღირშესანიშნაობები



▼  ესპანეთის მოედანი- ეს მოედანი მეორეა სიდიდით ესპანეთში,
ყველაზე დიდი მადრიდში მდებარეობს. მოედანზე ძალიან საინტერესოა ვენეციური კოშკები
და ორიგინალური ფანტანი.




▼ ეს კი კატალონიის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმია. თუმცა მოპირდაპირე მხარეს
რაღაც ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს და ხედიც ცოტათი შელახულია.



▼ შემდეგი ღირშესანიშნაობა ბაზილიკაა საგრადა ფამილია. ანტონიო გაუდიმ 40 წელი
მოანდომა მის მშენებლობას. 



▼ მისი ერთ-ერთი ფასადი "ქრისტეს ვნებანი". 



▼ ცენტრალური კოშკის მშენებლობის დასრულებას 2026 წელს გვპირდებიან და დასრულების
შემდეგ ის უნდა იყოს ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში.


▼ ბარსელონის მთავარი მოედანი, ბარსელონის შუაგულშია მოთავსებული.
აქედან საოცარი ხედები იშლება. აქ ყოველთვის თავს იყრიან ბავშვები, მოზარდები,
მუსიკალური ბენდები თუ უბრალო მაცხოვრებლები.


▼ შესაძლებელია, სანაპიროზე ჩასეირნება და პატარ-პატარა გემებით ღირშესანიშნაობების
მონახულება, თუმცა უბრალოდ აქ სეირნობაც სიამოვნებაა.


▼ ალბათ ბევრი ადამიანის ოცნებაა მოინახულოს მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი 
სტადიონი კამპ-ნოუ. ის ევროპის ყველაზე დიდი სტადიონია.




▼ კასა მილას ქანდაკებასაც მივადექით, რომელიც საკმაოდ მაღალი დიდრონი
და ქვაში ნაკვეთია.



▼ დღის ბოლოს კი შეგიძლიათ "ეშმაკის ბორბლიდან" გადმოხედოთ ქალაქს.
   




ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.
ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე.2010 წელს კი ესპანელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

მდებარეობა




ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España) — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთიანდორაპორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ხუან კარლოს I. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკისაღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება